ვოლოდიმირ ზელენსკი – ღამით მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება შევძელით, აღარ გვაქვს „პეტრიოტების“ რაკეტები, მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა გაიგონ, რომ ეს საშუალებები აქ და ახლა გვჭირდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ღამით „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების დეფიციტის გამო უკრაინის საჰაერო ძალებმა 27 რუსული ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ ერთის ჩამოგდება შეძლეს.
ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო საშუალებები დაუყოვნებლივ მიაწოდონ.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 35 რაკეტა გაუშვა, მათგან 27 ბალისტიკური იყო, ასევე გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 185 დამრტყმელი დრონი.
„მთავარი სამიზნე კიევი იყო, თუმცა დარტყმები განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებღიც. დღეს ღამით მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება შევძელით, რადგან „პეტრიოტებისთვის“ რაკეტები აღარ გვაქვს“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, სწორედ ასეთი დეფიციტი ახალისებს რუსეთს, განახორციელოს დარტყმები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა გაიგონ, რომ ეს საშუალებები სადღაც საწყობებში, შესაძლო სცენარებისთვის არ არის საჭირო. ისინი აქ და ახლა გვჭირდება, რათა უკრაინაში რუსეთის ომი შევაკავოთ და შევაჩეროთ. ყოველი ანტისარაკეტო სისტემის პაკეტი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იხსნის. ყოველი ღამე კი, როცა ეს სისტემები არ გვაქვს, ახალ მსხვერპლს იწვევს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ რუსეთმა გასულ ღამეს კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ მოაწყო და ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების სასწრაფოდ გაძლიერების აუცილებლობას.
ცნობისთვის, 28 ივლისს, თეთრ სახლში დახურული მოლაპარაკებების დროს ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა, უკრაინას მიეცეს ნებართვა, რუსეთის ტერიტორიაზე „სტარლინკის“ სისტემა გამოიყენოს ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების გასანადგურებლად.
ივლისის დასაწყისში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა. გუშინ კი ტრამპმა აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, მისცემს თუ არა ვაშინგტონი კიევს „პეტრიოტების“ ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას.
Since last night, response efforts have been underway in Kyiv and the surrounding region following Russia’s strike. There were numerous fires across the city. Seven districts were affected, and, as usual, the Russians struck ordinary residential buildings. Eighteen residential… pic.twitter.com/Fr8Jb4AEys
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 1, 2026