ვოლოდიმირ ზელენსკი – გერმანიიდან ამ თვეში საჰაერო თავდაცვის ახალი პაკეტი გვექნება, გმადლობ, გერმანია
გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის ახალი პაკეტი გამოყო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„მადლობა გადავუხადე ფრიდრიხს გერმანიის ურყევი მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის უკრაინელების სიცოცხლის დაცვაში. გერმანიიდან ამ თვეში საჰაერო თავდაცვის ახალი პაკეტები გვექნება. გმადლობ, გერმანია. გმადლობ, ფრიდრიხ“, – წერია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან ფრიდრიხ მერცთან საუბრისას ლაიფციგის აეროდრომზე რუსეთის თავდასხმაც განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიას დახმარება შესთავაზა და აღნიშნა, რომ გერმანიის პასუხი მნიშვნელოვანია.
„მე და ფრიდრიხ მერცმა ლაიფციგის აეროდრომზე რუსეთის თავდასხმა განვიხილეთ. ეს რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ესკალაციაა და მნიშვნელოვანია, რომ გერმანიამ უპასუხოს. მე, ჩემი მხრივ, ვუთხარი, რომ უკრაინა მზადაა დახმარებისთვის – ექსპერტიზით, გამოცდილებით ან სხვა სფეროებში, სადაც გერმანიას შეიძლება ეს დასჭირდეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ლაიფციგის აეროპორტში უკრაინის სატვირთო თვითმფრინავთან ახლოს ასაფეთქებელი დრონი იპოვეს. მომხდარში გერმანიამ რუსეთი დაადანაშაულა.
Friedrich Merz @bundeskanzler and I discussed Russia’s attack on the airfield in Leipzig. This is yet another Russian escalation, and it is important that Germany responded. Friedrich briefed me on the measures taken. For my part, I assured him that Ukraine is ready to help –… pic.twitter.com/ohYn0b6PkR
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 2, 2026