ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ, ევროპას აქვს ძალა, არ დააფინანსოთ რუსული ომის მანქანა, იმოქმედეთ, რომ დადგეს მშვიდობა
ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ, ევროპას აქვს ძალა, არ დააფინანსოთ რუსული ომის მანქანა, იმოქმედეთ, რომ დადგეს მშვიდობა

თქვენ ახლა განგაშის ხმა 20 წამის განმავლობაში გესმოდათ, ჩვენ საათებია, გვესმის, – უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან კამერების წინ 20 წამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ჩართო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას და ევროპის ქვეყნებს მიმართა.

გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ. ევროპას აქვს ძალა, ნებისმიერ რაკეტაზე ძლიერი, ნებისმიერ ტანკზე ძლიერი. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი ბანკებისა და კომპანიების გარეშე, რუსეთს ამ ომისთვის ფული არ ექნება. დაე, დადგეს მშვიდობა მალე და თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენ უნდა დაიცვათ თავი. არ დააფინანსოთ, გთხოვთ, რუსული ომის მანქანა. არც ერთი ევრო ოკუპანტებისთვის. დახურეთ თქვენი პორტები, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსებზე. ზემოქმედება მოახდინეთ, რომ რუსეთი უკრაინიდან გავიდეს. მე მჯერა, ვიცი, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ უნდა იმოქმედოთ. იმოქმედეთ, იმოქმედეთ, რომ დადგეს მშვიდობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.