ვოლოდიმირ ზელენსკი - გაჩუმება მხოლოდ აქეზებს რუსეთს, გააგრძელოს ომი და დიპლომატიის იგნორირება მოახდინოს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დუმილი მხოლოდ აქეზებს რუსეთს, გააგრძელოს ომი და დიპლომატიის იგნორირება მოახდინოს. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მსოფლიოში ბევრმა გამოხატა თავისი პოზიცია კრივოი როგზე დარტყმის შემდეგ, პოზიცია რუსული ტერორის მკაფიო უარყოფის. ვინც ამას ხედავს და არ ხუჭავს თვალებს, არამედ მკაფიოდ და ნათლად ამბობს სიმართლეს, არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო უნდა იყოს მათი მადლიერი. გაჩუმება იმის თაობაზე, რომ სწორედ რუსეთი კლავს ბავშვებს, ეს არასწორია, ეს სახიფათოა. ამიტომ მადლობელი ვარ ყველა ქვეყნისა, რომლის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს აზრი: ლიდერებმა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საელჩოებმა. რუსეთი უნდა აგებდეს პასუხს ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა და მათზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს – ნამდვილი ზეწოლა, დროის ფუჭად კარგვის გარეშე ცარიელ საუბრებში, რათა ეს ომი დასრულდეს“, – თქვა ზელენსკიმ.