ვოლოდიმირ ზელენსკი - F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს ისე ველოდებით, როგორც დედა მელოდებოდა სკოლის შემდეგ, მაგრამ მე გვიან მივდიოდი
ვოლოდიმირ ზელენსკი - F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს ისე ველოდებით, როგორც დედა მელოდებოდა სკოლის შემდეგ, მაგრამ მე გვიან მივდიოდი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაპირებული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა.

„იცით, ჩვენ ყოველთვის ველოდებით. როგორც დედა მელოდა სკოლის შემდეგ და ყოველთვის ვპოულობდი მიზეზს, რომ გვიან მივსულიყავი. ეს იგივეა, მაგრამ ბევრად უფრო სერიოზული“, – განაცხადა ზელენსკიმ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ომში ყოველდღიურად 300 თვითმფრინავს იყენებს და კიევს, სულ მცირე, 128 თვითმფრინავი ესაჭიროება.

„50-იც რომ იყოს, ეს არაფერია. მათ სამასი ჰყავთ. ჩვენ ვიცავთ თავს, გვჭირდება 128 თვითმფრინავი. სანამ 128 თვითმფრინავი არ გვეყოლება, რუსეთს ცაში ვერ შევედრებით, რთული იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.