ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკავშირის მიერ სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცება არსებითი და დროულია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთმა გააძლიერა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე დარტყმების სისასტიკე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მადლობას უხდის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცებისთვის.
„ეს გადაწყვეტილება არსებითი და დროულია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთმა გააძლიერა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე დარტყმების სისასტიკე“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, სანქციები ეხება „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებს, მცირდება ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, იზრდება ზეწოლა რუსეთის საბანკო სფეროსა და თავდაცვის ინდუსტრიაზე, ასევე, ჩინურ ბანკებზე.
„ჩვენ ოპერატიულად ვამზადებთ ევროპული სანქციების სინქრონიზაციას უკრაინაში, ასევე ვამზადებთ ახალ სანქციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს როგორც პარტნიორების დონეზე, ასევე უკრაინის იურისდიქციის ფარგლებში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა.