ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკავშირი მიმდინარე კვირას უკრაინას დაახლოებით სამი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

10:12, 12.10.2026

ევროკავშირი მიმდინარე კვირას უკრაინას დაახლოებით სამი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ზელენსკიმ ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა თავდაცვისთვის განკუთვნილი 1,24 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანშისთვის, რომელიც უკრაინამ უკვე მიიღო.

„ჩვენს საუბრამდე ცოტა ხნით ადრე რუსებმა კიევში „შაჰედით” დაარტყეს ელექტროსადგურს და მრავალ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა. მოგვიანებით თავდასხმა განხორციელდა ენერგეტიკულ ობიექტებზე ხარკოვის ოლქში. ეს უკვე შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ მოხდა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მსგავსი