ვოლოდიმირ ზელენსკი – ეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც უნდა დასრულდეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს
ეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც უნდა დასრულდეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან განვიხილე დამატებითი ეფექტური დახმარების საკითხი და ასევე, უკრაინელების გმირული ბრძოლა მათი თავისუფალი მომავლისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
It is a crucial moment to close the long-standing discussion once and for all and decide on Ukraine’s membership in the #EU. Discussed with @eucopresident further effective assistance and the heroic struggle of Ukrainians for their free future.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 26, 2022