ვოლოდიმირ ზელენსკი - ელისეს სასახლეში დონალდ ტრამპთან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და სამართლიან მშვიდობაზე ვისაუბრეთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ელისეს სასახლეში დონალდ ტრამპთან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და სამართლიან მშვიდობაზე ვისაუბრეთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„მქონდა კარგი და პროდუქტიული შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ელისეს სასახლეში. პრეზიდენტ ტრამპი, როგორც ყოველთვის, მტკიცეა. მადლობას ვუხდი მას. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ემანუელს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისთვის. ჩვენ ყველას გვინდა, ეს ომი რაც შეიძლება მალე და სამართლიანად დასრულდეს. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ხალხის შესახებ, ადგილზე არსებულ სიტუაციაზე და სამართლიან მშვიდობაზე. ჩვენ შევთანხმდით ერთად მუშაობის გაგრძელებაზე და კონტაქტის შენარჩუნებაზე. მშვიდობა სიძლიერის გზით შესაძლებელია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.