ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას შეუერთდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრას შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ავრცელებს.
სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ელისეის სასახლე დატოვეს და ნოტრ დამის გახსნის ცერემონიაზე გაემგზავრნენ.
ზელენსკისთან შეხვედრამდე ემანუელ მაკრონმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ეს პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ აშშ-ის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.