ვოლოდიმირ ზელენსკი – ძალიან ვაფასებთ შვედეთთან ურთიერთობას და ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, 2026 წლისთვის მათგან Gripen-ების თვითმფრინავების მოწოდებას ველოდებით
ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს შვედეთთან და ჩვენი ხალხის მხარდაჭერის ყველა ფორმას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკი შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან შეხვედრას უკრაინისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს.
„დღეს ჩვენი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ჩვენ JAS 39 Gripen-ის ტიპის თვითმფრინავს ამ ძალისხმევის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ელემენტად მივიჩნევთ და 2026 წლისთვის ველოდებით Gripen-ების მოწოდებას“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთის თავდასხმების შედეგად არსებულ მდგომარეობასა და საჭიროებებზეც.
„პრემიერ-მინისტრთან შევათანხმეთ პოზიციები მიმდინარე კვირას ევროპაში დაგეგმილი შეხვედრების წინ – ბრიუსელში ევროპული საბჭოს სესიისა და ლონდონში მსურველთა კოალიციის. უმნიშვნელოვანესია, რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ ჩვენს გადაწყვეტილებებში, რათა მივაღწიოთ დასახულ შედეგებს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
An important meeting with the @SwedishPM Ulf Kristersson. We greatly value our relations with Sweden and all forms of support for our people. And today, one of the key topics of our negotiations was strengthening Ukraine’s defense capabilities. We consider the JAS 39 Gripen… pic.twitter.com/iW5BxkSF6w
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 22, 2025