ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს უკრაინის კონფლიქტზე ირანში ომის გავლენასთან დაკავშირებით
აშშ-ის ყურადღება გადატანილია უფრო ახლო აღმოსავლეთზე, ვიდრე, სამწუხაროდ, უკრაინაზე, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის მიზეზი, რომლის გამო უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები მუდმივად გადაიდება.
„არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი – ომი ირანში. ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს უკრაინის კონფლიქტზე ამ ომის გავლენასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვედრისა და საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს არ ეტყვის, რა უნდა გააკეთოს, სურს, რომ ისინი „ურთიერთობების გადატვირთვისთვის“ ერთმანეთს შეხვდნენ.
„მე ძალიან მინდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეხვდეს კირ სტარმერს, რათა საერთო პოზიცია ჰქონდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.