ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს სთხოვს, რუსეთსა და ჩინეთს Starlink-ის ანალოგის შექმნის გამო სანქციები დაუწესოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვს, რომ რუსეთსა და ჩინეთს Starlink-ის ანალოგის შექმნის გამო სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ზელენსკიმ ტრამპს სანქციების დაწესება კონკრეტულად იმ რუსული და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ სთხოვა, რომლებიც, მისივე თქმით, ილონ მასკის Starlink-თან კონკურენციის გამწევი თანამგზავრული ქსელის შექმნაში არიან ჩართულები.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთი თანამგზავრებზე მუშაობს, რუსეთი Starlink-ის ანალოგის შექმნაში დახმარების შესაძლებლობაზე მუშაობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპს ამ საქმეში ჩართული ორგანიზაციების დასანქცირება რამდენჯერმე სთხოვა. მათ შორის, გასულ თვეს, როდესაც ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას შეხვდა.