ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ევროპა დგას დრონების რეალური საფრთხის წინაშე, უკრაინას კი აქვს შესაბამისი გამოცდილება მიმდინარე ომის გამო, ჩვენ გვერდით არ გავდგებით და მხარს დავუჭერთ დანიას
დღეს ევროპა დგას დრონების რეალური საფრთხის წინაშე, უკრაინას კი აქვს შესაბამისი გამოცდილება მიმდინარე ომის გამო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მხარს დავუჭერთ დანიას.
„დღეს მრავალ საკითხს განვიხილავ, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს ევროპა დგას დრონების რეალური საფრთხის წინაშე, უკრაინას კი აქვს შესაბამისი გამოცდილება მიმდინარე ომის გამო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვერდით არ გავდგებით და მხარს დავუჭერთ დანიას, რადგან ისინი ჩვენი ნამდვილი მეგობრები არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.