ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეის მდგომარეობით, ჩვენი ჯარის დროული მხარდაჭერის კუთხით პოზიტიურს ვერაფერს ვხედავ, ნელ-ნელა დაიწყო საბრძოლო მასალის მოწოდება, მაგრამ პროცესი უნდა დაჩქარდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეის მდგომარეობით, ჩვენი ჯარის დროული მხარდაჭერის კუთხით პოზიტიურს ვერაფერს ვხედავ, ნელ-ნელა დაიწყო საბრძოლო მასალის მოწოდება, მაგრამ პროცესი უნდა დაჩქარდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა, უფრო სწრაფად წარიმართოს ამერიკული იარაღის მიწოდების პროცესი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება პირდაპირაა დამოკიდებული საბრძოლო მასალის მიწოდების სიჩქარეზე.

„ჩვენი ჯარის დროული მხარდაჭერა – დღეის მდგომარეობით, ამ საკითხში პოზიტიურს ვერაფერს ვხედავ. არის მარაგები, ნელ-ნელა დაიწყო მოწოდება, ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების აუცილებლობაზეც.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ გვიანი არ არის.

„ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მკაფიოდ ვთქვი, რომ მოკავშირეები თუ დადგებიან არჩევანის წინაშე ნატო-ს მარაგების შევსებასა და უკრაინის მხარდაჭერას შორის, მათ მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.