ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ, ყველანი, მთელი თავისუფალი სამყარო, ახლა ვართ დავითი, არ არსებობს სხვა ალეტერნატივა, გარდა გოლიათის დამარცხებისა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ, ყველანი, მთელი თავისუფალი სამყარო, ახლა ვართ დავითი, არ არსებობს სხვა ალეტერნატივა, გარდა გოლიათის დამარცხებისა

ჩვენ, ყველანი, მთელი თავისუფალი სამყარო, ახლა ვართ დავითი, არ არსებობს სხვა ალეტერნატივა, გარდა გოლიათის დამარცხებისა, რომელიც ჩვენი ცხოვრების გასანადგურებლად მოვიდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერისა და იარაღით დახმარებისთვის.

„ამ დისკუსიას ჰქვია დავითი მდინარე დნიპროზე. მე ამას განვიხილავ, როგორც სამართლიან პატივისცემის გამოხატვად უკრაინისადმი და იმ ყველაფრისადმი, რასაც ჩვენი ხალხი აკეთებს. თუმცა, ამ წლის განმავლობაში შემართება და სიმტკიცე, დნიპროს გარდა, კიდევ არაერთი სხვა მდინარის ნაპირზეც გამოავლინეს. მათ შორის შპრეეს, სენას, ტემზას, პოტომაკის, ვისლასა და ტიბრის ნაპირებზე. დავითი ახლა ჩვენ ვართ ყველანი, მთელი თავისუფალი სამყარო. არ არსებობს სხვა ალეტერნატივა, გარდა გოლიათის დამარცხებისა, რომელიც ჩვენი ცხოვრების გასანადგურებლად მოვიდა. დავითად ყოფნა ნიშნავს ბრძოლას და ჩვენ ვიბრძვით. დავითად ყოფნა ნიშნავს გამარჯვების შურდულის ფლობას. ჩვენ ჯერ ეს შურდული არ გვაქვს ისრაელიდან, მაგრამ მჯერა, ეს დროებითია. ახლა მინდა, მადლობა გითხრათ ძლიერი მხარდაჭერისთვის, ფინანსური დახმარებისა და იარაღისთვის. მადლობას გიხდით ყველას, ვინც შურდულს აძლევს უკრაინელ დავითს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია დღეს გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.