ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს ქვეითთა საზღვაო ქვედანაყოფებს ახალი ბრიგადები დაემატება, მათ მივაწვდით თანამედროვე შეიარაღებას და აღჭურვილობას
ჩვენს ქვეითთა საზღვაო ქვედანაყოფებს ახალი საზღვაო ბრიგადები დაემატება, მათ მივაწვდით თანამედროვე შეიარაღებასა და აღჭურვილობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ამასთან, ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოკავშირეებთან დიალოგი ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„ფრონტზე ეს მოგზაურობა იყო ბოლო კომპონენტი პარტნიორებთან მრავალი შეხვედრის და მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ამ დღეებში, ასევე, წინა კვირებში. ეს ყველამ უნდა გაიგოს. ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და, პრაქტიკულად, ყველა ჩვენი საერთაშორისო კომუნიკაციის მიზანია უკრაინის გაძლიერება, თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი მეომრებისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდა. ყოველი ვიზიტი საზღვარგარეთ და თითქმის ყველა მოლაპარაკება უკრაინას საშუალებას აძლევს, გაძლიერდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.