ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს თანამედროვე ომის გამოცდილების დაგროვებას, ამიტომ კორეის რესპუბლიკას უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს, გვსურს, მივიღოთ მხარდაჭერა იმ სფეროში, სადაც დეფიციტი გვაქვს

18:57, 09.08.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთის ტერიტორიაზე 50 000-მდე ჩრდილოკორეელი სამხედრო განლაგდება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, ისინი პერიოდულად ამჩნევდნენ ომში ჯერ ასობით, შემდეგ ათასობით ჩრდილოკორეელ სამხედროს, თუმცა ახლა აქვთ ინფორმაცია, რომ ეს რიცხვი ათობით ათასი გახდება.

„ისინი სწავლობენ ომს. თუ ვსაუბრობთ კრიზისსა და ესკალაციაზე სხვა რეგიონში, წყნარი ოკეანის რეგიონში, რაც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სხვა აზიური ქვეყნებისთვის, მაშინ ჩრდილოეთ კორეა ნამდვილად იძენს გამოცდილებას თანამედროვე ომის წარმოებაში რუსეთის ხელმძღვანელობით. ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე. დღეს ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს თანამედროვე ომის გამოცდილების დაგროვებას, მიიღებს ლიცენზიებს რუსეთისგან და ყველა სახის სამხედრო იარაღს მათგან. ჩვენ ეს ძალიან ნათლად გვესმის. ამიტომ, ჩემი აზრით, კორეის რესპუბლიკას უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს უკრაინასთან. ჩვენ ღია ვართ ამისთვის. ჩვენ ძალიან გვსურს, მივიღოთ მხარდაჭერა სამხრეთ კორეისგან იმ სფეროში, სადაც დეფიციტი გვაქვს. ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ დრონების შესახებ შეთანხმებაზე და სხვა სფეროებზეც. მათ კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვა აქვთ. თუმცა ჩვენ გვსურს ეს თანამშრომლობა და ველოდებით მას. ჩვენი დიპლომატები კონტაქტზე არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი