ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში ჩავიდა

14:20, 04.05.2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში ჩავიდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკისთან ერთად ჩეხეთში მისი მეუღლე – ოლენა ზელენსკაც იმყოფება.

ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი პაველი დღეს, შუადღისას პრაღის ციხესიმაგრეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ოლენა ზელენსკას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტი პრაღაში ბოლოს 2023 წლის ივლისში იმყოფებოდა.

მსგავსი