ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის და ევროპული საბჭოს სხდომაში მონაწილეობისთვის ჩავიდა
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის და ევროპული საბჭოს სხდომაში მონაწილეობისთვის ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ევროპას სჭირდება ძლიერი, ერთიანი პოზიცია მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ევროპაზე ახდენს გავლენას და ერთ-ერთი მათგანი უდავოდ არის რუსეთის ომის დასრულება უკრაინის წინააღმდეგ, მოითხოვს კოორდინირებულ და ეფექტურ მუშაობას ევროპული სახელმწიფოებისგან“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ჩეხეთის ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებს, ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს.

„მე ასევე მივიღებ მონაწილეობას ევროპული საბჭოს სხდომაში. ჩვენ ერთად ვაძლიერებთ უკრაინასა და ევროპას. ყველას მადლიერი ვარ, ვინც მხარს გვიჭერს“, – აღნიშნავს ზელენსკი.