ვოლოდიმირ ზელენსკი – ბაიდენი მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატო-ში, მაგრამ ახლა უკრაინის ალიანსში მიწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებით დიდი მოტივაცია იქნება

13:51, 04.07.2023
Ukrainian President Volodymyr Zelensky addresses a joint press conference with Spain's Prime Minister following their talks in Kyiv, on July 1, 2023. Spanish Prime Minister Pedro Sanchez arrived in Kyiv on July 1, 2023, to signal EU support for Ukraine as the country's commander-in-chief said he was frustrated by the slow deliveries of Western weapons. (Photo by Sergei CHUZAVKOV / AFP) (Photo by SERGEI CHUZAVKOV/AFP via Getty Images)

ზელენსკი მოუწოდებს ბაიდენს უკრაინის ნატო-ში დაუყოვნებლივ მიწვევისკენ, თუნდაც ალიანსში გაწევრიანება ომის დასრულებამდე არ მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ბაიდენი მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატო-ში, მაგრამ ახლა უკრაინის ალიანსში მიწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებით დიდი მოტივაცია იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მას ესმის, რომ უკრაინა ვერ გაწევრიანდება ნატო-ში ომის დასრულებამდე, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ მომავალში უკრაინა ნამდვილად მოკავშირეების გვერდით იქნება.

„სიენენთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არის გადაწყვეტილების მიმღები, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში.

„ჩვენ ყველაფერი გვესმის, მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი