ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

10:39, 28.07.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მისი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, ვაშინგტონში სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

„ჩვენი გრაფიკი მოიცავს შეხვედრებს პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდთან და მათთან, ვისაც შეუძლია ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა. ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია ანტიბალისტიკური თავდაცვა და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკასთან. მშვიდობის დამყარება უნდა დავაჩქაროთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ამერიკაში დღეს სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩადიან. შტატებს უკვე ეწვია ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც, რომელიც დღეს დონალდ ტრამპს შეხვდება.

71 წლის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი 12 ივლისს გარდაიცვალა.

მსგავსი