ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ს რომ დასჭირდეს ევროპა, როგორც მოკავშირე, საჭიროა ევროპის ერთიანი და არა ათობით განსხვავებული ხმა

14:42, 15.02.2025

აშშ-ს რომ დასჭირდეს ევროპა, როგორც მოკავშირე, საჭიროა ევროპის ერთიანი და არა ათობით განსხვავებული ხმა, – ამის შესახებ უკრინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციზე განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ტრამპმა მას პუტინთან საუბრის შესახებ უამბო.

„ტრამპს არცერთხელ უხსენებია, რომ ამერიკას ევროპა სჭირდება ამ მაგიდასთან. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ძველი დრო წავიდა, როდესაც ამერიკა ევროპას მხარს უჭერდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ყოველთვის ასე იქცეოდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დაეთანხმება მის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

„უკრაინა არასდროს დაეთანხმება შეთანხმებებს, რომლებიც მის ზურგს უკან და მისი მონაწილეობის გარეშე დაიდება. არავითარი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. არავითარი გადაწყვეტილება ევროპის შესახებ ევროპის გარეშე. ევროპას უნდა ჰქონდეს ადგილი მაგიდასთან, როდესაც მის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება. ყველაფერი დანარჩენი ნულია. თუ ჩვენ დავრჩებით მოლაპარაკებების მიღმა ჩვენი საკუთარი მომავლის შესახებ, მაშინ ყველანი დავმარცხდებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-თან სურს.

„ისევე, როგორც ომამდე, როდესაც ისინი შვეიცარიაში შეხვდნენ. როგორც ჩანდა, მსოფლიოს გადანაწილებას აპირებდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი