ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-მა მოსკოვთან მიაღწია შეთანხმებას მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატის გაფართოებაზე და მასში ევროპელი პარტნიორების ჩართვაზე
აშშ-მა მოსკოვთან მიაღწია შეთანხმებას მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატის გაფართოებაზე და მასში ევროპელი პარტნიორების ჩართვაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, საუბარია „E5“-ზე, რაც მოიცავს დიდი ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას და პოლონეთს, ასევე ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს და ნატო-ს.
„უკრაინა კოორდინაციას უწევს ქმედებებს ევროპაში არსებულ ყველა პარტნიორთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა დონეზე, რათა უზრუნველვყოთ ევროპის, როგორც მოლაპარაკებების პროცესში ძლიერი მონაწილის როლი, ზუსტად ისე, როგორც ამერიკასთან შევთანხმდით“ – წერს ზელენსკი.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინულ დიპლომატიურ გუნდთან, უკრაინის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან და მომლაპარაკებლებთან ერთად, განვსაზღვრეს პრიორიტეტები, ბერლინში ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ამ კვირაში დაგეგმილი მომდევნო შეხვედრისთვის და რუსეთთან ფორმატები.