ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სინგაპურში შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფრონტის ხაზზე მიმდინარე ვითარებაზე.
„ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხები: თავდაცვის საჭიროებები, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება, „F-16“ მოერიშე თვითმფრინავების კოალიცია და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების მომზადება“, წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებას გულისხმობს.
ოსტინმა კი თავის მხრივ ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას, რომ მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი, რაც რუსეთის აგრესიისგან დასაცავად სჭირდება.
შეგახსენებთ, გუშინ ზელენსკი სინგაპურს ეწვია, სადაც შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვა.
I met with U.S. @SecDef Lloyd Austin on the margins of the IISS Shangri-La Dialogue. We discussed the key issues: the defense needs of our country, bolstering Ukraine’s air defense system, the F-16 coalition, and drafting of a bilateral security agreement.
I am grateful to… pic.twitter.com/alXTbe1Nmm
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 2, 2024