უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩავიდა. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დიდი პატივია, ვუმასპინძლო პრეზიდენტ ზელენსკის ტირანაში. საკვანძო მომენტი უკრაინასთან ორმხრივი კავშირებისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში“, – წერს ალბანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.