ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა დროა, ვიმოძრაოთ წინ, ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია
ახლა დროა, ვიმოძრაოთ წინ. ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე მოლდოვის, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა რეალური პროგრესი.
„მინდა, მივულოცო მაია სანდუს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ევროპამ გაიმარჯვა, მოლდოვამ გაიმარჯვა და მადლობა, ვინც წვლილი შეიტანა სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაში. ახლა დროა, ვიმოძრაოთ წინ. ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე მოლდოვის, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება რეალური პროგრესი. უკრაინამ დაასრულა სკრინინგის პროცესი და ჩვენ მზად ვართ, პირველი კლასტერის გასახსნელად. ეს უნდა მოხდეს ისე, როგორც შეთანხმებულია. ეს ნამდვილად გააძლიერებს ზოგად მდგომარეობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.