ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინას ეწვევა
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)
კიევი ადასტურებს, რომ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინას ეწვევა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ეს ვიზიტი ტრამპის ინაუგურაციამდე შედგება.
„ვიზიტი შედგება იანვრის დასაწყისში. ჩვენ ველოდებით ბატონ კელოგს და მაშინ ვისაუბრებთ, რას გულისხმობს ან რას გულისხმობდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და მიანიშნა კელოგის მიერ ადრე მედიაში გამოთქმულ იდეებზე რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ.
მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კელოგი იანვრის დასაწყისში კიევსა და ევროპის სხვა რამდენიმე ქალაქს ეწვეოდა. გამოცემის თანახმად, კელოგი ამ პერიოდში მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს და კიევში თანამდებობის პირებს შეხვდება.