ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყირიმის დეოკუპაციისთვის უკრაინას ორი გზა აქვს, სამხედრო და დიპლომატიური
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყირიმის დეოკუპაციისთვის უკრაინას ორი გზა აქვს, სამხედრო და დიპლომატიური

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყირიმის დეოკუპაციისთვის უკრაინას ორი გზა აქვს – სამხედრო და დიპლომატიური.

„საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ მეთოდის არჩევაზე გავლენას მტრის ქცევა მოახდენს. ეს შეიძლება, გადაწყდეს დიპლომატიური ან სამხედრო გზით. რუსული ჯარები თუ დატოვებენ ნახევარკუნძულს შემდგომი ზეწოლის გარეშე, ეს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, კიევი და საერთაშორისო პარტნიორები არ ცნობენ რუსეთის უფლებებს ამ ტერიტორიებზე.