ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების პროექტი უახლოეს დღეებში მზად იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების პროექტი უახლოეს დღეებში მზად იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების პროექტი უახლოეს დღეებში მზად იქნება. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა.

მისივე თქმით, უკრაინა მზადაა კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, რამაც შეიძლება რეალური მშვიდობა დაამყაროს.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პარტნიორებთან ჩვენს დიპლომატიურ მუშაობაზე და ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე. ახლა არსებობს რეალური შანსი, რომ ეს ომი დასრულდეს. უკრაინა მზადაა კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, რამაც შეიძლება რეალური მშვიდობა დაამყაროს. თუმცა რუსეთი არ ავლენს რაიმე სახის მშვიდობის განზრახვას და აგრძელებს ჩვენი ქალაქების დაბომბვას. ჩვენ იგივენაირი შეფასება გაქვს ყველა იმ სიგნალთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დღეებში მოსკოვიდან მოდის. საჭიროა ზეწოლა, რომელიც შეცვლის მათ პოზიციას და შეხვედრა უმაღლეს დონეზე ყველა საკითხის განსახილველად. ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები. ახლა უკრაინის, აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების გუნდები მუშაობენ თავიანთ არქიტექტურაზე. ყველა გეგმა მზად იქნება უახლოეს დღეებში. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია ნიდერლანდებს გაზარდოს თავისი ჩართულობა ამ პროცესში და დაეხმაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – წერს ზელენსკი.