ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ფრონტის ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ფრონტის ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ფრონტის ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„პირველ რიგში, ფრონტი, კერძოდ, ავდეევკა, კუპიანსკი, ლიმანი, საითაც მიმართულია ყურადღების და მხარდაჭერის მაქსიმუმი. მთავარსარდალი სირსკი, თავდაცვის მინისტრი უმეროვი ახლა ადგილზე არიან, სწორედ იქ, ფრონტზე, მთელი დღის განმავლობაში. მოიარეს ფრონტის ყველა ცხელი წერტილი. გვაცნობეს სიტუაციის შესახებ. წყვეტენ არსებულ პრობლემებს – ქვედანაყოფების კომპლექტაციას, გაძლიერებას, მართვას. იქნება დრონებით, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გაძლიერება, ასევე გაძლიერდება სამეთაურო პოზიციები. მოგვიანებით იქნება დეტალური ანგარიში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ზელენსკიმ, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი გასულ კვირას დანიშნა.