ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები წინააღმდეგობას უწევენ ბახმუტში ოკუპანტების მცდელობებს, ალყაში მოაქციონ ქალაქი
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები წინააღმდეგობას უწევენ ბახმუტში ოკუპანტების მცდელობებს, ალყაში მოაქციონ ქალაქი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები წინააღმდეგობას უწევენ ბახმუტში ოკუპანტების მცდელობებს, ალყაში მოაქციონ ქალაქი.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა.

„დღეს ჩავატარე სამხედრო მეთაურთა მორიგი შეხვედრა. განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის ფრონტის წინა ხაზზე ჩვენი მოქმედებები, დონეცკის ოლქში და სხვა მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბახმუტს, ჩვენს თავდაცვას, ოკუპანტების მცდელობებს, ალყაში მოაქციონ ქალაქი და გატეხონ იქ ჩვენი თავდაცვა. წინააღმდეგობას ვუწევთ. მადლობას ვუხდი თითოეულ მეომარს, რომელიც თავისი სიმტკიცით უზრუნველყოფს ამ წინააღმდეგობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე სამხედროების შეიარაღებით მომარაგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს განხილული იყო, ასევე, ჩვენი მეომრების მომარაგება საბრძოლო მასალებით. არტილერია – ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი“, – აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე განიხილა ოდესაში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული სიტუაცია. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ოდესის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება რაც შეიძლება მალე სრულად აღუდგეს.