ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დაცემის შემთხვევაში პუტინი დაბრუნდება სირიაში, აფრიკაში და სხვა მრავალ ქვეყანაში

23:18, 09.12.2024
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სირიაში ასადის რეჟიმი დაეცა, რადგან რუსული ჯარები უკრაინაში იმყოფებიან. ამის შესახებ ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის წინ ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ასადის რეჟიმი დაეცა. რატომ? იმიტომ, რომ იქ რეალური რუსული ძალები აღარ არიან. მოდით, ვიყოთ გულწრფელნი. ეს არა მხოლოდ აჯანყებულთა ძალებისა და მათი მხარდამჭერების გამო მოხდა, არამედ იმიტომაც, რომ იქ რეალური რუსული ჯარები აღარ არიან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში დაახლოებით 800 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება.

„ეს ნიშნავს, რომ ფსევდოიმპერიის მთელი არმია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის. იგივე ხდება აფრიკაშიც. ჩვენ ვიცით, რომ იქ „ვაგნერელები“ იყვნენ““, – აღნიშნა ზელენსკიმ

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დაცემის შემთხვევაში „პუტინი დაბრუნდება სირიაში, აფრიკაში და სხვა მრავალ ქვეყანაში“. ამის თავიდან ასაცილებლად, ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს გაერთიანება უკრაინის გარშემო.

მსგავსი