ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთით ციხე-სიმაგრეების დასაცავად ორი ყველაზე გავლენიანი უკრაინელი მეთაური დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით ციხე-სიმაგრეების დასაცავად ორი ყველაზე გავლენიანი უკრაინელი მეთაური დანიშნა.
„დონეცკის რეგიონში ჩვენი პოზიციები გამყარდება ორი განახლებული დაჯგუფების ხარჯზე. მათ მეთაურებად დაინიშნებიან უკრაინის გმირები დენის პროკოპენკო და ანდრი ბილეცკი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კონტრშეტევაში საბრძოლო მიღწევების შესახებ.
„ეს ერთ-ერთი ოპერაციაა, რომელიც უკვე ისტორიულად იქცა და ადასტურებს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ საკუთარი მიზნების მიღწევა, რუსებისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგების მიყენება. ყოველი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ძალებს უკან წევს, ჩვენი ხალხისთვის მეტ უსაფრთხოებას და უკრაინისთვის მეტ დიპლომატიურ შესაძლებლობებს ნიშნავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა შეერთებულ შტატებთან კონტაქტზეა და განიხილავს გზებს, როგორ დაამყარონ მშვიდობა.
ცნობისთვის, მედია წერს, რომ მოსკოვის ჯარები თანდათან მიიწევენ დონეცკის ე.წ. ციხე-სიმაგრეთა სარტყლისკენ. რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ ეს ქალაქები დათმოს. ეს მათი ერთ-ერთი მთავარი პირობა ომის დასასრულებლად.