ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა

უკრაინამ აღადგინა კონტროლი სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სუმის მიმართულებაზე კონცენტრირებულია 53 000 ოკუპანტი.

„ბრძოლები იქ მიმდინარეობს საზღვრის გასწვრივ. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ იქ მტერი შეჩერებულია. ძირითადი ბრძოლები – ეს არის ანდრეევკა, კონდრატოვკა, ალექსეევკა, კონსტანტინოვკა. არ აურიოთ აღმოსავლეთის მიმართულების კონსტანტინოვკასთან, იუნაკოვკაც აქაა. დღეს ანდრეევკაში აღდგა კონტროლი. სხვა ამ მიმართულებებზე, რომლებიც ვთქვი, გრძელდება ბრძოლები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ლუგანსკის მიმართულებით საფრთხე ლიკვიდირებულია.

„კონსტანტინოვკა არის ის მიმართულება, სადაც სერიოზული ბრძოლებია. მათ ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ ახლა ჩვენ მათ უკან ვწევთ, მტერს წინსვლა არ აქვს, მაგრამ იქ მძიმე ბრძოლებია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დნეპროპეტროვსკის ოლქთან დაკავშირებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ამ მიმართულებითაც არ წაწეულა წინ, თუმცა ბრძოლები მიმდინარეობს.