ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინს თუ არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინს თუ არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

უკრაინა ვლადიმერ პუტინს თუ არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, „ევროპელებს არ სჯერათ, რომ ეს შეიძლება, მათ ქვეყანაში მოხდეს“.

„მათი რაკეტების მოქმედების რადიუსი შეუზღუდავია. ისინი დარტყმას ყველგან განახორციელებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

საფრანგეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად კი უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ „რაც უფრო ძლიერია ფრანგული დახმარება“, მით უფრო ნაკლებია „შანსი“, ეს ომი საფრანგეთამდე მივიდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მისივე თქმით, დიდია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რაოდენობაც.

„თუ ფრონტის ხაზი გაიყინება და ჩვენ შესაბამის პოზიციებს შევინარჩუნებთ, ეს ჩვენი მხრიდან უკვე უზარმაზარი დათმობა იქნება. თუ ამ ომს წავაგებთ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას დავკარგავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.