ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ამჟამად ვერ შეძლებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დაბრუნებას
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ამჟამად ვერ შეძლებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დაბრუნებას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად ქვეყანა ვერ შეძლებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დაბრუნებას.

ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან მიღებული დახმარების არსებული მოცულობა არ იძლევა უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების სრულად განდევნის საშუალებას.

მისივე თქმით, „დაუშვებელია მილიონობით ადამიანის დაკარგვა ისეთი შედეგისთვის, რომელიც შეიძლება, არც დადგეს“.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია კომბინირებული მიდგომით – პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით.

„ჩვენ მაინც დავიბრუნებთ ჩვენს მიწას, რადგან ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ არ დაგვირღვევია არცერთი ასპექტი საერთაშორისო და მორალურ სამართალში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.