ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და თურქეთში ჩავა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და თურქეთში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და თურქეთში ჩავა. ამის შესახებ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

„მე მეუღლესთან, პირველ ლედისთან ერთად ოფიციალური ვიზიტი მაქვს, რადგან გვაქვს დიდი ჰუმანიტარული პროგრამა და პატიმრების გაცვლის საკითხი.

მის შემდეგ მე ვეწვევი საუდის არაბეთს ამავე საკითხებით და სხვა პარტნიორობით. ამის შემდეგ, ორ ან სამ დღეში მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან თურქეთში. მე არ შეხვდები რუსებს, თუმცა არც ამერიკელებთან მექნება შეხვედრა იქ“, – განაცხადა ზელენკიმ.