ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა

19:47, 30.12.2024
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა. ამის შესახებ ზელენსკიმ „ტელეგრამ-არხშიდაწერა.

„ჩვენი ხალხის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან, ეს ყოველთვის კარგი სიახლეა ყველა ჩვენგანისთვის. დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა. ჩვენმა გუნდმა შეძლო სახლში 189 უკრაინელის დაბრუნება. ისინი არიან დამცველები „აზოვსტალიდან“ და მარიუპოლიდან, ჩერნობილის ატომური სადგურიდან, კუნძულ ზმეინიდან, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. არიან ეროვნული გვარდიის წევრები, მათ შორის აზოვიდან, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრები, სამხედრო-საზღვაო ძალების და შეიარაღებული ძალების მეომრები. ასევე, მარიუპოლში დაკავებული ორი სამოქალაქო პირი. თითოეულს სახლში ახლობლები და ნათესავები ელოდებიან. სასიხარულოა, რომ ჩვენ მათი დაბრუნება შევძელით. დღეს კიდევ 189 ოჯახია ბედნიერი“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ეს ომის დაწყებიდან ტყვეების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.

2024 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 11-ჯერ შედგა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესის შედეგად გათავისუფლდა 150 რუსი სამხედრო.

უწყების ცნობით, ტყვეთა გაცვლა 150-150-ზე ფორმულით შედგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.

მსგავსი