ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 48 ადამიანი

22:30, 03.05.2023

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 48, მათ შორის ორი ბავშვია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„მსოფლიომ უნდა ნახოს და იცოდეს ეს. რკინიგზის სადგური, სახლი, ტექნიკის მაღაზია, სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური – იცით, რა აერთიანებს ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი ტოვებს თავისი ჭურვებით, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას ხერსონში და ხერსონის სხვადასხვა რეგიონში“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად დაამარცხებს ბოროტ სახელმწიფოს და პასუხს აგებინებს ყველა დამნაშავეს.

მსგავსი