ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მასირებული საჰაერო იერიშის შედეგად გასულ ღამეს კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა
გასულ ღამეს რუსეთის მასირებული საჰაერო იერიშის შედეგად კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, დარტყმების შედეგად მხოლოდ უკრაინის დედაქალაქში ათობით მრავალსართულიანი შენობა დაინგრა.
„„ისკანდერის“ ნამსხვრევებმა აზერბაიჯანის საელჩო დააზიანა. თავდასხმის ძირითადი არეალი კიევი იყო, ასევე დარტყმები განხორციელდა ხარკოვისა და ოდესის რეგიონებზე“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ მოუწოდა მოკავშირეებს, რუსეთის იერიშები სანქციებით შეაჩერონ.
„რუსეთს კვლავ შეუძლია ნავთობის გაყიდვა. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
З ночі працюють наші екстрені служби на місцях російських ударів. Підлий обстріл. Станом на зараз уже відомо про десятки поранених людей, у тому числі це діти та вагітна жінка. На жаль, четверо людей загинуло. Мої співчуття рідним та близьким. Близько 430 дронів і 18 ракет було в… pic.twitter.com/ZNfRZDHxHW
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 14, 2025