ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ყველა წინადადებაზე უარს ამბობს და ომის გაჭიანურებას ცდილობს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ყველა წინადადებაზე უარს ამბობს და ომის გაჭიანურებას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ყველა წინადადებაზე უარს ამბობს და ომის გაჭიანურებას ცდილობს.

როგორც ზელენსკი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საჭიროა მეტი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო უკრაინა მზადაა ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მშვიდობის მისაღწევად.

„მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი უკრაინას და დაგმო რუსული ტერორი, მათი დარტყმები და რუსეთის უარი ომის დასრულებაზე. ცეცხლის შეწყვეტის წინადადებები დიდი ხნის განმავლობაში მოლაპარაკებების მაგიდაზეა – უკრაინული წინადადებები, ამერიკული წინადადებები, და მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა წამოჭრა ეს საკითხი რუსეთთან. ყოველ ჯერზე ერთადერთი პასუხი არის მცდელობა, მოიგონ მეტი დრო ომისთვის, მეტი დრო ტერორისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც რუსეთი მოქმედებს. უკრაინა კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით, გავცდეთ ტექნიკურ დონეზე განხილვებს, განცხადებების უბრალო გაცვლას და რეალურად შევხვდეთ ლიდერების დონეზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.