ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მოლაპარაკების შემთხვევაში რუსეთს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს

20:34, 11.02.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპი თუ შეძლებს, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას, ის რუსეთს შესთავაზებს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას – კურსკში უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკრაინულ მიწებზე.

„ჩვენ გავცლით ერთ ტერიტორიას მეორეზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არ იცის, რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების რომელ ნაწილს მოითხოვს სანაცვლოდ.

„არ ვიცი, ვნახოთ, თუმცა ყველა ჩვენი ტერიტორია არის მნიშვნელოვანი, აქ არ არის პრიორიტეტი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი