ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიხაილო ფედოროვისა და ალექსანდრ სირსკის კონფლიქტი სისტემური ხასიათისაა და არ არის განპირობებული მხოლოდ პიროვნული შეუთავსებლობით

17:20, 16.07.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვის გადადგომასთან დაკავშირებით პირველ კომენტარი გააკეთა.

როგორც ზელენსკი განმარტავს, მიზეზი თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს შორის კონფლიქტია, რომელიც სხვადასხვა დონეზე ხდებოდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ კონფლიქტს სისტემური ხასიათი ჰქონდა და არ არის განპირობებული მხოლოდ ფედოროვსა და ალექსანდრ სირსკის შორის პიროვნულ შეუთავსებლობით.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ფედოროვის სავარაუდო შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრს, იგორ კლიმენკოს კანდიდატურასაც განიხილავს.

ამასთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი თავად მიხაილო ფედოროვმაც დაადასტურა. როგორც ფედოროვმა განაცხადა, შეეჯახა სიტუაციას, როდესაც სირსკიმ მისი ინიციატივების დაბლოკვა დაიწყო.

„სირსკი, იმ ყველა პრობლემის გათვალისწინებით, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მზად არ არის, პირისპირ ისაუბროს პრობლემების შესახებ. სირსკი მზად არის, პირადად დაესწროს შეხვედრებს, მოაწყოს ინტრიგები, იფიქროს, რომ ვიღაცამ მედიაში კამპანია შეუკვეთა, ნაცვლად იმისა, პრობლემა მიმდინარე ქმედებებში დაინახოს“, – განაცხადა ფედოროვმა.

უკრაინაში მთავრობის შემადგენლობა იცვლება. უმაღლესმა რადამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა.

მსგავსი