ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიტ კელოგს 20 თებერვალს შეხვდება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიტ კელოგს 20 თებერვალს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს 20 თებერვალს შეხვდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს განხილვა და ჩვენი საერთო თანამშრომლობა აშშ-თან რჩება კონსტრუქციული. ამერიკასა და ევროპასთან ერთად მშვიდობა შეიძლება იყოს უფრო უსაფრთხო. ეს არის ჩვენი მიზანი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მიზანს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი პარტნიორებიც უნდა იზიარებდნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.