ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკვე უკრაინაში იმყოფება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკვე უკრაინაში იმყოფება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკვე უკრაინაში იმყოფება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმათვაში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის კარიმ ხანს უკვე ესაუბრა.

„ველაპარაკე დღეს ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე კარიმ ხანს. ის უკვე უკრაინაშია და შეუდგა მუშაობას. ამიტომ ყველა ოკუპანტი პასუხს აგებს უკრაინელების წინააღმდეგ ყველა სამხედრო დანაშაულზე“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

როგორც ზელენსკის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კარიმ ხანი აღნიშნავს, ის უკრაინაში პოლონეთიდან ჩავიდა და მარიუპოლში, ასევე უკრაინის სხვადასხვა ქალაქში გადაღებული ფოტომასალა ნახა.