ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე მისი გამგზავრება დამოკიდებულია სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე მისი გამგზავრება დამოკიდებულია სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის, გაემგზავრება თუ არა ნატოს სამიტზე, რომელიც მომავალ კვირას ჰააგაში გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის განმარტებით, მისი ვიზიტი დამოკიდებულია იმაზე, შედგება თუ არა სამიტის ფარგლებში მისი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.

„უპირველეს ყოვლისა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ გავემგზავრები, თუმცა ალბათობა დიდია. სინამდვილეში გადაწყვეტილებას წინა დღით მივიღებ“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკის განცხადებით, მას სურს რამდენიმე შეხვედრის გამართვა და აქვს შესაბამისი მიწვევა როგორც ნიდერლანდების მეფისგან, ისე პრემიერ-მინისტრისგან.

„ნიდერლანდები ძალიან გვიჭერს მხარს. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მან დამპატიჟა. მე შეიძლება, მქონდეს მნიშვნელოვანი პროგრამა, მათ შორის შეხვედრების, და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტს ტრამპთან“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ აქვს ჰააგაში ნატოს, ევროკავშირისა და უკრიანის ლიდერების მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის გამართვის შეთააზება. ასევე დაგეგმილია სამიტის ფარგლებში შეხვედრები ნატოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები.