ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას დახმარების ახალ პაკეტზე ისაუბრეს – „ყოვლისმომცველი პაკეტის ღირებულება 1.3 მილიარდ ევროზე მეტია, მოიცავს იარაღს, ასევე ენერგეტიკულ სექტორს“
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერთან პროდუქტიული შეხვედრისას დახმარების ახალ პაკეტზე ისაუბრეს. უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ 1.3 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება ენერგეტიკულ სექტორსაც მოხმარდება.
„ყოვლისმომცველი პაკეტის ღირებულება 1.3 მილიარდ ევროზე მეტია. ის მოიცავს იარაღს, რომელიც ახლა დაგვეხმარება, ასევე ჩვენი ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერას ზამთრის წინ, მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პაკეტს. რა თქმა უნდა, განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის საჭიროება, რაც ამ დროისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს და ევროპელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„გმადლობ, გერმანია. გმადლობთ, ფრიდრიხ. გმადლობთ მთელ ევროპას უკრაინის გვერდით დგომისა და სიცოცხლის დაცვაში დახმარებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ვიზიტით ჩავიდა.