ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მთელი ყურადღება ირანისკენ არის მიმართული და ამიტომ უკრაინისთვის დრო არ აქვთ

13:48, 15.04.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის მთელი ადმინისტრაციის ყურადღება ახლა ირანისკენ არის მიმართული.

„ისინი ხაზზე არიან ირანთან და ამიტომ დრო აღარ აქვთ უკრაინისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ბევრად უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე ევროპასთან და ამ დრომდე რთულია ევროპული ქვეყნების ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში.

„ეს რთულია, მაგრამ აუცილებელი, თუმცა მე ვერ ვხედავ აშშ-ისგან იმის სიგნალს, რომ მათ ეს სურთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

რაც შეეხება ტრამპის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არც უკრაინის და არც რუსეთის მხარესაა.

„ის სადღაც შუაშია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გერმანულ გამოცემასთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია შეტყობინება იმის შესახებ, თუ რა თარიღებში ეწვევიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევს.

მსგავსი