ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-სა და ჩინეთს საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა აქვთ, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება ერთი შეხვედრის ფარგლებში აიძულონ

10:00, 19.11.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და ჩინეთს საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა აქვთ იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება ერთი შეხვედრის ფარგლებში აიძულონ. ამის შესახებ ზელენსკიმ „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვაშინგტონი და პეკინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ, ეს ზეწოლა ომს დაასრულებს.

„თუ ჩინეთი და შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ ან განაცხადებენ, რომ მათ დაწესებას აპირებენ და რუსეთთან ვაჭრობას შეწყვეტენ, ეს ომის დასასრული იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი